მიხეილ სააკაშვილის საქმე

სენატორები: იქმნება აღქმა, რომ ხელისუფლება ოპონენტებს სისტემატურად დევნის

ვაშინგტონი. სენატორები კრის მერფი (დემოკრატი) და რონ ჯონსონი (რესპუბლიკელი), საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალის წარდგენას ეხმაურებიან.

"ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით, რომელმაც პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში პირველად უზრუნველყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაფასებთ მიზანს, აღმოიფხვრას ყოფილი თანამდებობის პირების ხელშეუხებლობის კულტურა, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდება, მაშინ როდესაც ბრალდებულია ყოფილი პრემიერმინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მთავარი პროკურორი, ქმნის აღქმას იმისა, რომ მმართველი კოალიცია სისტემატურად ცდილობს საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების დევნას.

ჩვენ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერები, მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, თავიანთი შეზღუდული დრო და რესურსები ისეთ მნიშვნელოვან საქმეს მოახმარონ, როგორიცაა ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკის გაზრდა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა.

მაშინ, როდესაც საქართველოს წინ მნიშვნელოვანი გამოწვევები ელის, ქვეყანა უნდა გაერთიანდეს და ფოკუსირდეს მომავალზე, ნაცვლად წარსულის დევნისა", - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

კომენტარები