იეჰოვას მოწმეები

საქართველოს ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

სასამართლოს განაჩენის მიხედვით, 2000-2001 წლებში საქართველოში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას. სარჩელში იეჰოვას მოწმეების დევნის, მათ წინააღმდეგ გამოჩენილი ფიზიკური ძალადობისა და ვერბალური შეურაცხყოფის 30-მდე ეპიზოდი, მათ შორის ბასილ მკალავიშვილისა და მისი მრევლის საქმეა შესული.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ საქმის თითოეულ, 99 მონაწილეს 350 ევრო უნდა გადაუხადოს. ასევე სახელმწიფომ ჯამში 15 ათასი ევრო მოსარჩელეებს გაწეული ხარჯებისა სანაცვლოდ უნდა გადაუხადოს.

საქმე, სახელწოდებით "ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" 2000-2001 წლებში საქართველოში, ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეებისადმი გამოვლენილ აგრესიას და მათ შევიწროებას ეხება.

კომენტარები