კაზანტიპის ფესტივალი

ვასაძე: კაზანტიპი სექტაა, რაღაც ძალა მფარველობს, რომელიც ყველაფერს მართავს

საქართველოში რომ ნარკოტიკების მოხმარება მიუღებელია, ვიცით, მაგრამ კიკეთში ყოველ ზაფხულს ტარდება Kiketi OpenAir, სადაც სასწრაფო სასწრაფოზე მოდის, გაყავთ ახალგაზრდები. ეს იცის ყველამ, მაგრამ ერთხელ არავინ დაუკავებიათ იქ ნარკოტიკების გავრცელება-მოხმარებაზე. კაზანტიპი მიმაჩნია სექტანტურ ორგანიზაციად, ამ ტიპის ღონისძიებებს რაღაცა ძალა მფარველობს, მე არ მინდა მისტიციზმებში გადავვარდე, რომელიც მართავს ყველაფერს, მათ შორის ჩვენს პოლიციასაც. ვინ დამაჯერებს, ახლა პოლიციამ არ იცის კიკეთში რა ხდება?!

განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პალიტრა TV-ის გადაცემა რეზიუმეში, კაზანტიპის ფესტივალთან დაკავშირებით

კომენტარები