აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2013

ილია II-ის განცხადება, რომ უმრავლესობა უფრო დაჩაგრულია, აშშ-ის ანგარიშში მოხვდა

EPA

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2013 წლის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში წინა წლის რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა ვრცლად არის მიმოხილული. ანგარიშში ასევე მოყვანილია კათოლიკოს-პატრიარქის ციტატა, რომ უმრავლესობა ხშირად უფრო ჩაგრულია. 

"იყო ცნობები საზოგადოებრივი შეურაცხყოფისა და დისკრიმინაციის შესახებ, რელიგიური კუთვნილების, რწმენის ან პრაქტიკის მიხედვით. ზოგიერთი რელიგიური უმცირესობის აზრით, ზოგიერთი ქართველი, რელიგიურ უმცირესობებს ეროვნული ეკლესიისა და კულტურული ფასეულობებისთვის საფრთხედ მიიჩნევს. 15 სექტემბერს, როგორც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერმა, პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ მრავალი დისკუსიის პარალელურად უმცირესობების უფლებათა დაცვაზე, "ხშირად უმრავლესობა უფრო დაჩაგრულია", ვიდრე უმცირესობა", - ნათქვამია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის არცერთი ფაქტი მოხსენიებული არ არის.

კომენტარები