ბიძინა ივანიშვილი

უსუფაშვილი: ივანიშვილმა ადრე დატოვა პოლიტიკა, მაგრამ მისი გავლენა არ გამქრალა

"ბატონმა ივანიშვილმა, უჩვეულო გზა განვლო ქართულ პოლიტიკაში მოსვლისას. სამწუხაროდ, მან ადრე დატოვა ხელისუფლება, მაგრამ ის, რომ მან ხელისუფლება დატოვა, არ ნიშნავს, რომ მისი გავლენა მაშინვე გაქრა. გავლენა ისევ არსებობს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის, ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, უწევს თუ არა მას პარტნიორების იმაში დარწმუნება, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს კვლავ ბიძინა ივანიშვილი არ იღებს, მან უპასუხა, რომ ეს საკითხი საერთაშორისო ვიზიტების დროს არ განიხილება. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების მაღალი ნდობა აქვს და საუბრობს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქეს წარმომადგენელი.

"ბატონმა ივანიშვილმა, უჩვეულო გზა განვლო ქართულ პოლიტიკაში მოსვლისას. ის ქართულ პოლიტიკურ სცენაზე არსაიდან გაჩნდა. აქ მყოფი ქართველები დამეთანხმებიან, რომ მისი სურათიც არავის ჰქონდა ნანახი. ის გამოჩნდა და თქვა ერთი წინადადება - მე ჩამოვაყალიბებ პოლიტიკურ პარტიას, მოვიგებ არჩევნებს და გავხდები პრემიერ მინისტრი. შემდეგ მან ღია წერილი გამოაქვენა და თქვა, რომ ამ ყველაფრის შესრულების მერე, ის დაუბრუნდებოდა თავის ცხოვრებას. სამწუხაროდ, ასეც მოიქცა. მე და მისი პოლიტიკური გუნდი ვცდილობდით დაგვერწმუნებინა, რომ ძალიან ადრე იყო მისი წასვლა. ის დაახლოებით კიდევ ერთი წელი დარჩა. შემდეგ კი დაპირება შეასრულა და წავიდა. მისი გავლენა ისევ არსებობს და მე არ ვაპირებ არავის დარწმუნებას, რომ ეს ასე არ არის. უცხოელი სტუმრები როდესაც ჩამოდიან საქართველოში, მათ მასთან შეხვედრა სურთ, ვინაიდან ის გავლელიანი მოქალაქეა... ბიძინა ივანიშვილს აქვს უფრო მეტი გავლენა პოლიტიკაზე, ვიდრე სხვა საქართველოს მოქალაქეებს,  ორას ან ათას მოქალაქეს ერთად აღებული, ვინაიდან მან ჩამოაყალიბა პარტია, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია. ჩვენს რესპუბლიკურ პარტიას 9 მანდატი აქვს პარლამენტში. ჩვენ ვართ კოალიციის წევრები და კოალიცია ქართულ ოცნებას აქვს 49 მანდატი... დიახ, იმ ადამიანმა, გააერთიანა ეს ხალხი, რომლებიც საკუთარი მიმართულების სპეციალისტები იყვნენ - ზოგი მათგანი დიპლომატი, ზოგი პოლიტიკოსი, ზოგი სპორცმენი იყო და ა.შ., მან დააკავშირა ეს ხალხი ერთმანეთს. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მე მას ვეუბნებოდი, არ დაეტოვებინა ხელისუფლება, რათა დაესრულებინა პოლიტიკური ძალის შექმნა. სამწუხაროდ, მან ადრე დატოვა ხელისუფლება, მაგრამ ის, რომ მან ხელისუფლება დატოვა, არ ნიშნავს, რომ მისი გავლენა მაშინვე გაქრა. გავლენა ისევ არსებობს.

უსუფაშვილმა ხაზი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდსაც გაუსვა. კითხვაზე, გამოთქვამს თუ არა ქართველი ხალხი უკმაყოფილებას იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის სახით ქვეყანაში არაფორმალური მმართველი არსებობს, პარლამენტის თავჯდომარემ თქვა, რომ ხალხს კარგად ახსოვს, თუ როგორ იმართებოდა ქვეყანა 2009-2012 წლებში.

"როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არაფორმალური მმართველობაა საქართველოში და ვკითხულობთ, გამოთქვამს თუ არა ხალხი ამაზე უკმაყოფილებას - ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ იმართებოდა საქართველო 2009, 2010, 1011 წლებში. თქვენ მეუბნებით, რომ ფორმალური მმართველობა არსებობდა საქართველოში? პარლამენტი იღებდა გადაწყვეტილებებს? თქვენ მეტყვით, რომ მოსამართლეები იღებდნენ გადაწყვეტილებას? პროკურატურა იღებდა გადაწყვეტილებებს? ორი, ოთხი, ხუთი კაცი იღებდა ყველაფერზე გადაწყვეტილებას. მოსამართლეები იღებდნენ თავისუფლად გადაწყვეტილებას? ჩვენ ამ სისტემიდან მოვდივართ, როდესაც ოთხი ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებას, მათ შორის იმაზე, თუ რა ფრად უნდა შეღებილიყო შენობები. ჩვენ დიდ ნაბიჯებს ვდგამთ წინ. ჯერ იქ არ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯებს... ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური კლასის შექმნა, მაგრამ ადვილია არაა. ზოგჯერ უსიამოვნოა, როცა ხედავ, რომ ხალხი ელოდება ვიღაცისგან მწვანე შუქს იმისთვის, რომ რამეზე გააკეთოს ან არ გააკეთოს განცხადება, დიახ, ჩვენ გვაქვს ეს პრობლემები", - თქვა უსუფაშვილმა.

კომენტარები