ღარიბაშვილის ინტერვიუ ტელეკომპანია იმედთან

ღარიბაშვილი: ივანიშვილს მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებზე რჩევებს ვეკითხები

ბიძინა ივანიშვილს მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებზე რჩევებს ვეკითხები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მისი მსოფლმხედველობის დახვეწასა და განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა და მასთან ხშირი კომუნიკაცია აქვს.

”მე მაქვს მასთან კომუნიკაცია და ვეკითხები რჩევას და აზრს მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხზე და ამაზე უჩვეულო არაფერი არ არის”, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არსებობს და აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერთან შეხვედრა გაიხსენა.

”სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა მითხრა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აქტიურად კონსულტირებს მასთან. როცა ასეთი მრჩევლები გყავს, არის დიდი კომფორტი”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები