ინგლისურ-ქართულენოვანი ბანაკი EMT-სგან - "Crea(c)tive Camp"


EMT - განათლებისა და მართვის გუნდი გთავაზობთ ბანაკს  ახალი პირობებით და პროგრამით!
ინგლისურ-ქართულენოვანი ბანაკი  მათთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია და შემოქმედებითი აზროვნება!
ბანაკი მათთვის, ვისაც სურს შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობა და პირონული განვითარება!
ბანაკის მათთვის, ვისაც უბრალოდ სურს სახალისო და მხიარული დასვენება EMT- გამოცდილ გუნდთან ერთად!

ბანაკის ვადები: 12-18 ივლისი 2015 წელი;
მონაწილეობა შეუძლია ყველას:
ü  ვინც არის 10-16 წლის ასაკის;
ü  ვისაც აქვს სურვილი გაიუმჯობესოს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარები;
ü  ვისაც სურს  შეისწავლოს უამრავი აქტივობა, რომელსაც მომავალში გამოიყნებს თანატოლებთან ურთიერთობის დროს;
ü  ვისაც უნდა დაუვიწყარი და პოზიტიურად დამუხტული ერთი კვირა გაატაროს ზაფხულში;
ü  ვინც ელემენტარულ დონეზე მაინც იცის ინგლისური ენა.

ü  გარდა ამ მონაწილეებისა, ბანაკში წამოსვლა შეუძლიათ ახალგაზრდებს, 18 წლიდან ზემოთ, რომლებისთვისაც პროგრამა განსხვავებული კუთხით იქნება წარმოდგენილი. ისინი ისწავლიან ბანაკის სამუშაოს განრიგის შედგენას, დეტალებზე ორიენტირებას და ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე მუშაობას.

სამუშაო გუნდი: შედგება კვალიფიცირებული 4 ლიდერისგან, რომელნიც: არაერთხელ ყოფილან საერთაშორისო და ადგილობრივ ბანაკებში ლიდერებად; ატარებენ ტრენინგებს სახვადასხვა თემებზე; ფლობენ პირველადი გადაუდებელი დახმარების უნარებს; კარგად იცნობენ ბავშვთა ფსიქოლოგიას და აქვთ ნამუშევარი რთულ ბავშვებთანაც.

ბანაკის მდებარეობა: ბანაკის გაიმართება სასტუმროში  „მზეთამზე“. სასტუმრო მდებარეობს ბაკურიანთან და წაღვერთან ახლოს, ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე. სასტუმრო აღჭურვილია: 2-3 ადგილიანი ოთახებით (თითოეულ ოთახს გააჩნია საკუთარი სველი წერტილი, ტელევიზორი), კომფორტული სასადილოთი, საკონფერენციო ოთახებით, სპორტული მოედნით, სათამაშო სივრცით, მცირე ზომის აუზით, მაგიდის ჩოგბურთით. ყველა სართულზე დამონტაჟებულია ცეცხლ-მაქრი.
მიმდებარე ტერიტორიაზე არის ტყე-პარკები, ჩანჩქერი და პატარა მდინარე; უახლოესი ამბულატორია მდებარეობს 20-25 წუთი სავალზე.

მონაწილეობის ღირებულება: 457.00 ლარი.


  ღირებულებაში შედის:
Ø  მგზავრობა;
Ø  კვება;
Ø  სასტუმროში ცხოვრება;
Ø  ბანაკის მაისურების საფასური;
Ø  ტრენინგები ინგლისურ და ქართულ ენაზე;
Ø  პროგრამის ხარჯები (სპორტული ინვენტარი, სააზროვნო მაგიდის თამაშები და ა.შ);
Ø  უამრავი სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა.

7-დღიანი პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1.
ინდივიდუალურ და ჯგუფურ სახალისო და ინტელექტუალურ დავალებებ/პრეზენტაციებ;
2. ინგლისურ ენაზე ჩატარებულ ტრენინგებ თემაზე: კრეატიული/შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
3. ფორტი ბოიარდის ტიპის თამაში რეკრეაციულ ზონაში - სპორტულ-ინტელექტულური სავარჯიშოები - ვსწავლობთ კეთებით;
4. დღის და საღამოსდიდი თამაში”, სივრცეში ორიენტირებისა და გუნდთან ერთად გადაწყვეტილებების მისაღებად;
5. კარნავალი/სერტიფიკატების საზეიმო გადაცემა.

რეგისტრაციისთვის გახსენით სააპლიკაციო ფორმა:
http://webanketa.com/forms/74wkgc9r5xh6as34c8vp4d8/

რეგისტრაცია გრძელდება 5 ივლისამდე

დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით ბანაკის დირექტორს, თეონა ბუაძეს;

599 455 233 teklabuadze@gmail.com

დამატებითი საკონტაქტო პირი:
599 556 234 -
პავლე თვალიაშვილი