საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ხიდაშელი: კონკორდატი მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგიას არ ანიჭებს

როგორც [საკონსტიტუციო] შეთანხმების ერთ-ერთი ავტორი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის არ შეიცავს რაიმე დებულებას, რომლის ციტირებასაც ვინმე მთელ მსოფლიოში შეძლებს, როგორც სხვების დისკრიმინაციის შემცველს ან რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას რაიმე პრივილეგიას ანიჭებს. ის მხოლოდ განსაზღვრავს ორ ასპექტს. პირველი - ეს სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნაა, რაც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი დემოკრატიის ადრინდელ პერიოდში, განსაკუთრებით ჩვენს ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, და მეორე - ეს არის მხარეების ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობა. ეს არის შეთანხმების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, და იგი არ ვრცელდება ქვეყანაში სხვა რომელიმე რელიგიურ ჯგუფზე, ეს არ არის ვინმეს დისკრიმინაცია, და ის არცერთ სიტყვას არ ამბობს პრივილეგიებზე. რაც შეეხება სხვა საკითხებს, კერძოდ, დღევანდელი ხელისუფლების რელიგიური უმცირესობების მიმართ პოლიტიკაში ცვლილებებს და მათი უფლებების გათანაბრებას მართლმადიდებელ ეკლესიასთან, როგორც ფინანსურ, ასევე სამართლებრივ საკითხებში, დელეგაციის სხვა წევრები უპასუხებენ.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე. მან კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შეკითხვას უპასუხა.

კომენტარები