ივანიშვილი: ხელისუფლებამ შეძლო სასწაული

ხელისუფლებამ შეძლო სასწაული. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, როგორი დამოკიდებულება იყო ევროპასა და ამერიკაში სააკაშვილისა და საქართველოსადმი. 2-3 წლის წინ ამერიკაში ან ევროპაში ვინმეს რომ წარმოედგინა, რაც დღეს საქართველოში მოხდა (საქმის აღძვრა სააკაშვილის წინააღმდეგ), ამას ბომბის აფეთქების ეფექტი ექნებოდა. შესაძლოა, ყველაზე მეტი მე გადავიტანე, როდესაც ვუმტკიცებდი ევროპასაც და ამერიკასაც, რომ საქართველოში არ იყო დემოკრატია. აქ ყვაოდა ელიტარული კორუფცია, ადამიანთა უფლებები იყო ნულამდე დაყვანილი პირდაპირი მნიშვნელობით.

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებაზე.

კომენტარები