Michael's Reviews > საბოლოო ფილოსოფია

საბოლოო ფილოსოფია by Gigi Tevzadze
Rate this book
Clear rating

by
12627019
's review

really liked it
bookshelves: non-fiction, philosophy, georgian

წინამდებარე წიგნს რამდენიმე მიზანი აქვს: 1. აღწეროს როგორი უნდა იყოს უკეთესი და ეფექტური განათლების სისტემა 2. აღწეროს რა არის ბედნიერება, როგორ უნდა მივაღწიოთ მას და როგორ გვეხმარება ამ მიზნისკენ სვლაში თვითრეფლექსია, ფილოსოფია და მეცნიერება, ევოლუციის, ცნობიერების და განათლების შესახებ.
რამდენიმე საინტერესო ხაზიდან გამოვყოფდი ეპისტომოლოგიური პარადიგმის ცვლილებას, ავტორის აზრით პლატონიდან კვლავ პითაგორას პარადიგმას უნდა დავუბრუნდეთ. ამ პარადიგმის ცვლილება, შემდგომში მდგომარეობს. პითაგორას პარადიგმის მიხედვით, შემეცნების, სწავლის საბოლოო მიზანი ტექნოლოგიაა, სამყაროს სხვადასხვა აღწერები კი ხელსაწყო რომელიც ტექნოლოგიამდე მიგვიყვანს. პლატონმა ეს პარადიგმა შეცვალა სიბრძნის სიყვარულით, სადაც საბოლოო მიზანი არა ტექნოლოგიის შექმნაა არამედ ჭეშმარიტების შეცნობა, რომელსაც მართალია ბოლომდე ვერასდროს შეიცნობ, მაგრამ მუდმივად მისკენ უნდა მიდიოდე და უახლოვდებოდე. პლატონის პარადიგმაში ტექნოლოგია მეორე ხარისხოვანია, გვერდითი ეფექტი რომელიც ცოდნის და გამოცდილების დაგროვებს მოყვება, თუმცა ის მთავარი მიზანი არასდროსაა. პლატონის ამ პარადიგმამ არსებითად გადამწყვეტი როლი ითამაშა ისტორიაში და განსაზღვრა თანამედრივე განათლების ბედი, ის თუ როგორ აღვიქვამთ განათლების მიზანს და დანიშნულებას. პლატონის ეპისტომოლოგიური პარადიგმა დამკვიდრდა დასავლურ ქრისტიანულ სამყაროში, რადგან ქრისტიანულ იდეოლოგიას პლატონის პარადიგმა უფრო შეესაბამება სადაც ჭეშმარიტებისკენ სწრაფვაა მნიშვნელოვანი (რომელსაც ბოლომდე მაინც ვერ შეიცნობ)

თევზაძეს მიაჩნია რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ პითაგორას პარადიგმას, რომელის მიზანიც ტექნოლოგიის შექმნაა (ფართო გაგებით) და არა ჭეშმარიტებასთან მიახლოება. ახალი პარადიგმის მიხედვით მოწყობილ განათლების სისტემის აღწერისას არაერთ უპირატესობასაც უსვამს ხაზს თუ რატომ იქნება უფრო ეფექტური განათლების ასეთი ფილოსოფია.
მართალი გითხრათ, უმეტესად დავეთანხმე, მაგრამ არის რაღაც ნიუანსებიც: პითაგორას პარადიგმა სამყაროს აღქმას და მეცნიერულ სურათს ძალზედ უტილიტარულს ხომ არ გახდის? თუ ჩემი როგორც მეცნიერის საბოლოო მიზანი ტექნოლოგიაა, რაც არ უნდა ფართო გაგებით ვიგულისხმოთ ტექნოლოგია, ფიზიკის კანონები მაინტერესებს მხოლოდ იმიტომ რომ მერე ის რაიმე გამოგონებაში გამოვიყენო. მაგალითად რა გამოყენებითი მნიშვნელობა შეიძლება დაინახოს თანამედროვე მეცნიერმა ბნელ ენერგიაში ან ბნელ მატერიაში? ან სამყაროს წარმოშობის საკითხში? სამყაროს ფუნდამენტურ დონეზე აღწერა ჯერ ჯერობით უკავშირდება მხოლოდ წმინდა ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობას. ბნელი მატერია საერთოდ არ ურთიერთქმედებს ჩვეულებვრივ მატერიასთან, მისი გავლენა ჩვენ ტექნოლოგიასთან ჯერჯერობით ნულოვანია.
ბნელი მატერიის ამოხსნა ეჭვგარეშეა, მოგვცემს რაღაც პრაქტიკულ ცოდნას, რომელსაც ოდესღაც ტექნოლოგიაში გამოვიყენებთ, მაგრამ დღესდღეობით ბნელის მატერიის კვლევას ვერ ექნება ვერანაირი ტექნოლოგიური საბაბი. ან ხელშესახები პერსპექტივა. მსგავსის მცდელობა იქნება: ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა რომელიც არც კი იცი არის თუ არა საერთოდ იქ.
ბნელ მატერიის, დიდი აფეთქების კვლევას, M თეორიის კვლევას წმინდა ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა, ჭეშმარიტების წვდომისკენ სწრაფვა ასაზრდოებს, ანუ პლატონის პარადიგმა.
რა მოხდება თუ ეს ცნობისმოყვარეობა მიმართული იქნება მხოლოდ ტექნოლოგიის შექმნისკენ? მაგალითად ჩვენ დაგვაინტერესებს ვარსკვლავები, რადგან ბირთვული სინთეზის ამოხსნით შევქმნით ძრავებს, ბომბებს სინთეზის რეაქტორებს, დაგვაინტერესებს ელექტრომაგნიტიზმი კომუნიკაციისთვის, ან პლანეტური გეოლოგია, პლანეტების ტერაფორმირების მიზნით, მაგრამ რატომ უნდა დაგვაინტერესოს დიდმა აფეთქებამ ან ბნელმა მატერიამ? ბნელი მატერიის ამოხსნა ვერანაირ თანამედრივე ტექნოლოგიური გამოგონების პროგნოზში ვერ ჩაჯდება. არადა ამ მისტერიულმა მატერიებმა, მოვლენებმა ენერგიებმა, რომლეთა ტექნოლოგიებში გამოყენება ჰორიზონტზეც კი არ ჩანს - როგორ ფუნდამენტურად შეცვლაეს სამყაროს აღქმა, როგორ გაამდიდრეს ინტელექტუალური კაპიტალი, როგორ ამოატრიალეს კლასიკური შეხედულებები, პირდაპირ სასწაულები მოახდინეს.
ამიტომ ვფიქრობ წმინდა ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობაც ისეთივე მნიშნველოვანია როგორც ტექნოლოგიაზე ორიენტირება და ორივე პარადიგმა ან მათი გარკვეული ასპექტების არსებობა აუცილებელია.
1 like · flag

Sign into Goodreads to see if any of your friends have read საბოლოო ფილოსოფია.
Sign In »

Reading Progress

September 5, 2017 – Started Reading
September 5, 2017 – Shelved
September 7, 2017 –
page 50
26.88%
September 16, 2017 – Shelved as: non-fiction
September 16, 2017 – Shelved as: philosophy
September 16, 2017 – Shelved as: georgian
September 17, 2017 – Finished Reading

Comments Showing 1-2 of 2 (2 new)

dateDown arrow    newest »

message 1: by Gigi (new)

Gigi Tevzadze მადლობა გამოხმაურებისათვის. პითაგორას პარადიგმაში სამყაროს სურათი არ არის უარყოფილი, არამედ, ტექნოლოგიის მიღწევის ნაწილია, ინსტრუმენტი და არა მიზანი, როგორც დღესაა. შესაბამისად, თუკი სამყაროს სურათი ვერ დასტურდება ტექნოლოგიით, ის უბრალოდ ჰიპოთეზაა, ინტერპრეტაცია და მეტი არაფერი. მე ვწერ იმის შესახებ, რა უნაა იყოს განვითარების მიზანი, რაზე უნდა დახარჯო, მაგალითად, ფული, და არა იმის შესახებ, რომ რამე უნდა აკრძალო. :-)


Michael გასაგებია, არც მე გავიგე ისე რომ რისიმე აკრძალვა გინდათ. უბრალოდ დამებადა კითხვა თუ გაითვალისწინებენ თქვენს ხედვას და განათლების სისტემა გადავა პითაგორას პარადიგმაზე, ეს უტილიტარულს ხომ არ გახდის მეცნიერებას? დავუშვათ ეს პარადიგმა დამკვიდრდა განათლებაში და ამ ჭრილში აღიქვამს ყველა მეცნიერების მიზანს. ერთის მხრივ კარგია, მაგრამ ვის დააინტერესებს სამყაროს წარმოშობა ან ბნელი მატერია, ან ნებისმიერი მსგავსი ეგზოტიკური საკითხი? რადგან მათ შესახებ ცოდნის ტექნოლოგიაში ინტეგრირება, საერთოდ ჰორიზონტზე არ ჩანს. და არც არავინ იცის გამოჩნდება თუ არა. აი ეს მხარე მაინტერესებს, სხვა მხრივ ძალიან პრაქტიკულია პითაგორას პარადიგმა, ასეთი შთაბეჭდილება დატოვა.


back to top